„ძველი“ კოვიდი „დაბერდა“ და მგონია, მიდის „მიქაელთან“! ახალი ვირუსი პრაქტიკულად ადის ზევით“- გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„პირბადეების პრობლემა თუ ვერ მოგვარდება, როგორ უნდა მოგვარდეს წამლების საკითხი, როგორ უნდა მოგვარდეს დიაგნოსტიკის  საკითხი?!

აფთიაქების ქსელს მივმართავ,  არ არის პრინციპი, ვინმეს „ბოიკოტი“ და ვინმეს გაკოტრება. ყველას აქვს ბიზნესი, მაგრამ გააკეთეთ სწორი ბიზნესი. ეს ბიზნესია ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და უნდა გავუფრთხილდეთ  ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას. ადამიანებს უკვე ეჭვი ეპარება, რომ თქვენ გაქვთ მართლა კარგი პროდუქცია. თქვენ პირბადის ფასი ვერ დაწიეთ! ჯანდაცვაში ხარისხი არის მთავარი და არა რაოდენობა! თქვენ გაინტრესებთ, იყიდოთ იაფიანი წამალი და გაყიდოთ ბევრად ძვირად!

ჩვენ დიდხანს მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, ჩაკეტვებმა ნაწილობრივ გაამართლა! მთელ მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა იწევს ქვემოთ, შეზღუდვების გარეშეც კი, ვირუსს რაღაც ემართება, რა ხდება, არავინ იცის! „ძველი“ კოვიდი „დაბერდა“ და მგონია, მიდის „მიქაელთან“! ახალი ვირუსი პრაქტიკულად ადის ზევით.

უნდა შევასრულოთ რეკომენდაციები – უნდა გამოვიყენოთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია! მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ახალი ვირუსი საქართველოში არ შემოვიდეს! უნდა იყოს საზღვრების უმკაცრესი ჩაკეტვა.

ყველაზე კარგი ვაქცინა არის ფაიზერი. ასტრაზენეკას ვაქცინას ეფექტურობა არის 50%. ყველაზე დიდი შესყიდვა მოხდა ამ ვაქცინის, საქართველოც მიიღებს ამ ვაქცინას.

ჩემი რჩევაა, გაიკეთოთ ფაიზერის ვაქცინა! – ვიდეო

კომენტარები