ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს!

პრემიერ მინისტრი მამუიკა ბახტაძე სოციალურ ქსელში ინფორმაცია ავრცელებს:

“ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს! რეგიონული განვითარება ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ბოლო წლის განმავლობაში რეგიონული მართვის სისტემაში ეფექტურობის ამაღლების მიზნით განვახორციელეთ პრინციპული ცვლილებები, მათ შორის, გავზარდეთ ბიუჯეტი 20 %-ით და შედეგიც სახეზეა: გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩვენ შევძელით 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიციის განხორციელება ინფრასტრუქტურაში. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად უმნიშვნელოვანესია პირველადი საჭიროების ინფრასტრუქტურის განვითარება: შიდა გზები, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა. საქართველოში სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ რეგიონების თანაბარი განვითარებითა და ყველა კუთხეში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობით. მოსახლეობას ვპირდები, რომ კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპებით შევძლებთ მსგავსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციას”

კომენტარები