ძლიერი სტიქია ბორჯომში: სეტყვამ ქალაქს შეუტია
ბორჯომში ძლიერი სეტყვა მოვიდა. სეტყვა და ძლიერი წვიმა 15 წუთის განმავლობაში გადაუღებლად მოდიოდა.
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ, ქალაქ ბორჯომში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ სანიაღვრე არხები გაწმინდონ და გზაზე გადაადგილება გამარტივდეს.
დატბორილია 9 აპრილის ქუჩის ნაწილი.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი ინფორმაცია სტიქიით გამოწვეული ზარალის შესახებ.
ქალაქის მაცხოვრებლებმა ინტერნეტში სტიქიის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები გაავრცელეს.
usashinelesiii
Posted by მარი სალი on პარასკევი, 07 ივნისი, 2019