ძლიერი ქარიშხლის გამო სამგზავრო თვითმფრინავი გვერდულად ჯდება – ვიდეო

ავიაკომპანია Etihad Airways-ის სამგზავრო თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში დაჯდა გაუარესებული ამინდის პირობებში. მომხდარი გადაიღეს ვიდეოზე, რომელსაც აქვეყნებს  Daily Mail.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თვითმფრინავი როგორ გვერდულად შედის ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე, რადგან დაჯდომაში ხელს უშლის ძლიერი ქარიშხალი. იუწყება lenta.ru

 

ინცინდენტი მოხდა ლონდონის აეროპორტ ჰიტროუში. გამოცემის ინფორმაციით, ლაინერის დაშვება მოხდა საგანგებო რჟიმში, საბედნიეროდ, არც მგზავრთაგან და არც ეკიპაჟის წევრებისაგან არავინ დაშავებულა. ცნობილია, რომ დაჯდომის მომენტში გართულებები გამოიწვია შტორმმა „დენისმა“, გრიგალის სიჩქარე იმ მომენტში 146 კმ/სთ-ს აღწევდა. 

უამინდობის გამო გადაიდო რამდენიმე რეისი. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა დატბორვა, ღვარცოფი. ბოლო მონაცემებით დაიღუპა სამი და დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ შტორმი პიკს მიაღწევს 17-18 თებერვალს.   

წყარო: lenta.ru

კომენტარები