ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები დააზიანა.

ქარმა ათამდე საცხოვრებელს სახურავი გადახადა.

„სტიქიისგან მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია შეისწავლის. ზარალის დადგენის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახის დახმარება გაეწევა დაზარალებულ მოსახლეობას“, – განაცახდა ხულოს მერმა, ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები