ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის რაიონის სოფლები დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის რაიონის სოფლები დააზარალა.
ძლიერი სეტყვა და წვიმა რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

სეტყვამ ხე-ხილის ბაღები და ბოსტნები დააზიანა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ნალექმა მოსავლის უდიდესი ნაწილი გაანადგურა.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მარაქველიძემ განაცხადა, რომ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. ინფორმაცია საცხოვრებელი სახლების დატბორვის ან დაზიანების შესახებ არ ვრცელდება.

 

კომენტარები