„წავიდეთ და ავიცრათ“ -სექტემბერში მილიონი აცრა თუ ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, – სერიოზულად გავტეხავთ წელში“-ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„სექტემბერი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სექტემბერში მილიონი აცრა თუ ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, – სერიოზულად გავტეხავთ წელში პამდემიას​. ბოლო ორ დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა. აგვისტოში საშუალოდ გვაქვს 23 000 აცრა. სექტემბრისთვის ყველა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული, რომ ტემპი არ დაგვივარდეს, თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩავატარეთ, დარწმუნებული იყავით, – სერიოზულად გავტეხავთ წელში ეპიდემიას. ორი დღეა დინამიკა იგრძნობა, რომ დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცილდა 10%-ს, თუმცა 7-14 დღის მონაცემები ჯერჯერობით იმავე ფარგლებშია. შემცირდა აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობაც 7000-ით, ინფიცირებულების რაოდენობა დღესაც ბევრი გვაქვს, მაგრამ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა რამდენიმე დღეა აჭარბებს ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, რაც იმედის ნაპერწკალს იძლევა,  ეპიდემია შესაძლოა შეკავდეს. მომდევნო ორ თვეში ჩვენი მთავარი სიტყვა და მოწოდება უნდა იყოს, –  „წავიდეთ და ავიცრათ“.

კომენტარები