წალენჯიხაში კაცი ბზიკის ნაკბენით 15 წუთში გარდაიცვალა

წალენჯიხაში 53 წლის კაცს ბზიკის ნაკბენიდან 15 წუთში გარდაიცვალა. კაცი ბიძას ფუტკრის ოჯახებად დაყოფაში ეხმარებოდა, მწერმა საფეთქლის არეში უკბინა.  შემცივნება იგრძნო და ნემსის გაეთება მოითხოვა, სანამ მედიკამენტი მიუტანეს, მდგომარეობა დამძიმდა, კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მძიმე ალერგიული რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

გარდაცვლილი ექსპერტიზაზე ოჯახის მოთხოვნით არ გადაუსვენებიათ. ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

კომენტარები