წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს – დექსამეტაზონი – ბრიტანელი მეცნიერები

ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, აღმოაჩინეს წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს. ამის შესახებ BBC წერს.

ექსპერტების აზრით, პრეპარატი „დექსამეტაზონი“, იაფფასიანი წამალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შანსებს დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაშიც სერიოზულად ზრდის.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. მათგან 2 ათასი „დექსამეტაზონით“ მკურნალობდა. შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, –  „დექსამეტაზონმა“ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა. დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.

პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება, დღეში პაციენტს 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების წამლის მიღება უწევს. „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.

კომენტარები