„წარმოუდგენელი უზნეობაა ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასობრივი ვაქცინაციების“-ზურაბ გურული

-„ანაფილაქსიური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას. ანაფილაქსიური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსიური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსიური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას. წარმოუდგენელი უზნეობაა (სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისაგან კი არაპროფესიონალიზმი) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება მასობრივი ვაქცინაციების დროს პრაქტიკულად შეუძლებელია. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს“, – წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული Facebook-ზე.

ახალციხის კლინიკა „იმედში“ კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, „ასტრაზენეკას“ პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაცია  თბილისის გარდა ქვეყნის 29 რეგიონულ ცენტრში დაიწყო.

საქართველოში 15 მარტიდან  COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს უტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმაც გაიკეთეს აცრა.

კომენტარები