წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროგრამას „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის ერთერთი ქვეპროგრამაა საქართველოს საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული წარჩინებული მოსწავლეების პორტაბელური კომპიუტერებით უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დღეს სენაკის, ხობის, ფოთის, მარტვილისა და აბაშის საჯარო სკოლების 206 წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები გადაეცა. სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში გამართულ ღონისძიებას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ნარმანია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ალანია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე თათია ჯინჯოლავა, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის რესურსცენტრის უფროსი დარეჯან ზარანდია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს გამართულ ღონისძიებაზე, მუსიკალური ნომრები შეასრულეს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. ლიტერატურული კომპიზია კი, წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებულმა ახალგაზდული თეატრი ,,ფოროსმანი“-ს მსახიობებმა.