წახვალ და, ნაცებს მისცემ ხმას, ოცნებაზე გაბრაზებული? ეგ არ გიშველის, კედელთან მაინც აგაყუდებენ – ნათია ძირკველიშვილი:

– „შიში ოხერიაო, მაგრამ იმათ ვერაფერი შეგვაშინებს ვინც, მაშინაც კი როცა ხელისუფლებას კრიმინალები მართავდნენ – ჩვენ ვებრძოდით. ნაცები მოდიანო და, აღარ იციან, ოცნება როგორ ლანძღონ.
ვისაც ოდნავ მაინც პოლიტიკის გესმით, კარგად გაანალიზეთ და მერე დააფიქსირეთ თქვენი აზრი: ნაცები ვეღარ ჩაიბარებენ საქართველოს. ასე, ასი ნაცებისნაირები რომ მოვიდნენ (რაც გამორიცხულია), მე ყოველთვის იმ პოზიციაზე ვიქნები როგორზეც 2002 წლიდან ვიყავი. ისევ დავდგები ქუჩაში ჩემს შვილებთან, მეგობრებთან ერთად და ვიბრძოლებ მათ წინააღმდეგ. მშიერიც ვყოფილვარ, ძალიან გაჭირვებულიც მაგრამ არასოდეს შემიცვლია ჩემი პოზიცია. იყავი ის ვინც ხარ და ნუ ითამაშებ, აი ისინი რომ დაბრუნდნენ მერე რა გვეშველებაო – რატომ უნდა დაბრუნდნენ? წახვალ და ნაცებს მისცემ ხმას ოცნებაზე გაბრაზებული? დამიჯერეთ ეგ არ გიშველით, კედელთან მაინც აგაყუდებენ და თავისი მეთოდებით დაგსჯიან. სამწუხაროდ არიან მასეთი ადამიანები ვისაც სამსახურის დაკარგვის, დაჭერის და ა.შ. ეშინია. მეცინება, მსგავსი სიტყვები რომ მესმის. ერთი ბებიაჩემი დაბრუნდება და მეორე – ეგენი. მიშას დროს შემეძლო გავქცეულიყავი ქვეყნიდან, მაგრამ არ გავაკეთე, იმიტომ რომ ვიბრძოდი ჩემს მეგობრებთან ერთად იქ, სად უნდა გვებრძოლა. მაგათი მოშორების შემდეგ ჩემი ნებით და სურვილით დავტოვე ქვეყანა, ასე რომ ძალიან მალე დავბრუნდები იმ ქვეყანაში სადაც ნაცები სამუდამოდ დასამარებულები იქნებიან. მე მჯერა, რომ მასე იქნება და ვისაც არ გჯერათ, გაგვატარეთ“ – წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნათია ძირკველიშვილი

კომენტარები