„წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი… „ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს. რეზო გაბრიაძე“-ზურა შევარდნაძე

-„ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით: “ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.” რეზო გაბრიაძე.

წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი… აღარ მოვიდა”, – წერს ბოტანიკოსი და ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

ქართველი მხატვარი, მწერალი, მოქანდაკე, რეჟისორი, 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორი, მარიონეტების თეატრის დამაარსებელი რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში  გუშინ, 10 ივნისს დაკრძალეს.

კომენტარები