„ წელს იქნება პირველი სეზონი, როცა ერთად უნდა გადავიტანოთ კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემია – ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი“ – თამარ გაბუნია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

-„წელს იქნება პირველი სეზონი, როცა ერთად უნდა გადავიტანოთ კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემია. ამდენად, ამ სეზონისთვის, მეტი ყურადღება და მობილიზება გვმართებს, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა.

იგეგმება რისკჯგუფთა ნუსხის გადახედვა. ვაქცინაციის რისკჯგუფებში, ტრადიციულად, შედიან ის ადამიანები, რომელთაც გართულებების მაღალი რისკი აქვთ, – ქრონიკული დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები, ასევე, ხანდაზმულები, შარშან პროფესიულ ჯგუფებშიც გვქონდა ვაქცინაცია, – საბავშვო ბაღის პედაგოგებში. წელს ეს ნუსხა კიდევ ერთხელ გადაიხედება, საბოლოო სახით ჩამოყალიბდება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე, – იმისთვის,პირველ რიგში, ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები რომ მოვიცვათ. მათ შორის, სამედიცინო პერსონალი ყოველთვის არის მაღალი რისკის ჯგუფი. წელს ვაქცინის რაოდენობა უფრო მეტია, ვიდრე შარშან იყო. შარშანდელმა ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი დამცველობითი ფენა შექმნა, გრიპის ბევრი შემთხვევა არ გვქონია. ნიღაბი და ხელის დეზინფექცია ისევე ეფექტურია გრიპისგან თავის დასაცავად, როგორც ნებისმიერი სხვა რესპირაციული დაავადებისგან თავის ასარიდებლად. ესეც დაგვეხმარება. ეს 135 ათასი დოზის გარდა, აქტიურად ვმუშაობთ, დამატებითი დოზები რომ შემოვიდეს, უფრო ფართო რაოდენობა რომ მოვიცვათ. წელს იქნება პირველი სეზონი, როცა ერთად უნდა გადავიტანოთ კორონავირუსისა და გრიპის ეპიდემია. ამდენად, ამ სეზონისთვის მეტი ყურადღება და მობილიზება გვმართებს, ვიდრე ეს როდესმე ყოფილა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი, გარდაიცვალა 62 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5655 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში – 1230, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები