„წერილი მოქალაქე ბესიკ ბოგველის სახელით, რომელიც მზად არის, გადაიხადოს გირაო -ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას“

ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა:

-„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის“ ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის სახელით „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში  წერილი მიიღეს. წერილის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენთვის ცნობილი გახდა,  ბესიკ ბოგველმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოთქვეს მზადყოფნა, გადაიხადონ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა. ნიკა მელიას პოზიციაა, ეს არის მიუღებელი, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან. ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ნებისმიერი პირის მიერ, როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი კუთხით, შეუძლებელია“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

კომენტარები