წითელ ღვინო – ნაწლავის ფუნქციონირება

წითელ ღვინოს ნაწლავის ფუნქციონირებაზე დადებითი გავლენა აქვს. მისი დახმარებით, ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობა იზრდება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პოლიფენოლებში – ქიმიური ნაერთები, რომლებიც ასევე გვხვდება თეთრ ღვინოში, ლუდსა და სიდრიში, მაგრამ გაცილებით მცირე რაოდენობით.

პოლიფენოლები, როგორიც არის რეზვერატროლი, რომელიც წითელი ყურძნის კანშია, წარმოადგენს მიკროელემენტებს, აქვს სასარგებლო თვისებები და ჩვენს ნაწლავებში მცხოვრები სასარგებლო მიკრობებისთვის კვების წყაროს წარმოადგენს.

ადამიანის ორგანიზმში ტრილიონი ბაქტერია და სხვა მიკროორგანიზმი ცხოვრობს, რომლებიც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარებიან. ჩვენს მიკრობიოტიში მცირე ცვლილებებმა, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების მიმართ უფრო მოწყვლადი გაგვხადოს, მაგალითად გულის დაავადებების ან სიმსუქნის მიმართ. მათ ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ჩვენ განწყობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

კომენტარები