„წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას ციხეში მოუწევს წასვლა“ – თინა ხიდაშელი

-„მე-10 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება, მე ამაში ეჭვი არ მეპარება, „ქართული ოცნებისთვის“ ყველაფერთან ერთად ეს უპრინციპულესი საკითხია. მეორე დღესვე რომ დაიშალოს ის პარლამენტი, ამ პარლამენტის საკითხი უპრინციპულესი საკითხია, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანი ციხეში უნდა წავიდნენ, სრულიად პირდაპირ რომ ვთქვათ. მაშინ უნდა აღიარონ, – არჩევნების შედეგები მოიპარეს, ისეთი ფორმით გააყალბეს, პარლამენტსაც კი ვერ კრებენ. ანუ, რა თქმა უნდა, მეათე მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება. ყველაზე პრაგმატული გამოსავალია, შუამავლების საშუალებით შეთანხმება, 2021 წელს რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს”,– განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „რუსთავი 2“–ის ეთერში.

 

კომენტარები