„წინასწარი ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვალი დაახლოებით, 5-6 მლნ. ლარია“-სოსო ტყემალაძე

რაგბის კავშირის გამგეობამ პრეზიდენტად სოსო ტყემალაძე 42 ხმით აირჩია. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

-„ყველას ვულოცავ, მშვიდობით წარიმართა ეს პროცესი. გარეთ იყო გაუგებრობა. ვნებები ჩაცხრება და სწრაფად დავიწყებთ გეგმების განხორციელებას“, – განაცხადა  სოსო ტყემალაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, რაგბის კავშირის ვალი დაახლოებით, 5-6 მლნ. ლარია. უნდა ჩავიხედო, რა ხდება ფინანსებში.  დამტკიცებული ბიუჯეტი 17,5 მლნ ლარია. მოთხოვნა იყო 40 მლნ., შემდეგ 26 მლნ. ლარზე ჩამოწიეს. ისიც არ არის დაკმაყოფილებული. ნაკრებმა თამაშები დაიმატა. კლუბებში პრობლემებია – ამ სიტუაციიდან სწრაფად უნდა გამოვიდეთ“, – განაცხადა   სოსო ტყემალაძემ პრესკონფერენციაზე.

რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, სოსო ტყემალაძის თქმით, თუ არსებობს ჩემს მიმართ ნდობა, იმიტომ რომ ცრუს და ტყუილს არ ვამბობ. ასეთი ნდობა ბევრ ადამიანთან მაქვს, მათ შორის მთავრობის წევრებთან. ჩემი ურთიერთობა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან გახსნილია, შიგნით დახურული არაფერია არაა.

-„რაგბთან კავშირი ბიძინა ივანიშვილს ჩემამდეც ჰქონდა, მერეც ექნება. კარგად უნდა გამოიკითხონ, რა უკეთებია სოსო ტყემალაძეს რაგბიში. როგორ შეიძლება რამე საკეთებელზე ვილაპარაკოთ, როცა ვიცით ბიძინა ივანიშვილს რაც აქვს ნაკეთები და კაცი ჩუმად, თანაბრად მიჰყვება, აქაც ვიყოთ ზომიერები“, – განაცხადა ტყემალაძემ მედიასთან.

კომენტარები