“”წინ გვაქვს უმძიმესი ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. “-ხატია დეკანოიძე

ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში წერს –

“წინ გვაქვს უმძიმესი ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ.

ამ ბრძოლის მცირე ეტაპებზეც კი ყველამ უნდა აჩვენოს დიდი თავგანწირვა- დავიხსნათ პოლიტპატიმრები, დავამარცხოთ, მათ შორის, ივანიშვილის მაჟორიტარული კანდიდატები (რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს) და კლანი.

ხალხს ვაჩვენოთ, როგორ ვაპირებთ ქვეყნის განვითარებას, რა დღის წესრიგი გვაქვს, როგორ ტრანსფორმირდება მართმსაჯულების მიტაცებული სისტემა და ეკონომიკა. როგორ გაუმჯობესდება ადამიანების ცხოვრება და ჩვენი მოქალაქეების ყიველდღიურობა. როგორ დავძლევთ შიმშილს და როგორ გადავა ქვეყანა თვისობრივად სხვა დემოკრატიაზე.

შესაძლებელია, ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა არის კამპანიის ნაწილი, მაგრამ ჯერ თანამდებობების ვირტუალური გადაწილება , სანამ ამ ბრძოლაში ივანიშვილს რეჟიმს არ გადავტეხავთ – არასერიოზულია.

პარტიის გადაწყვეტილებები ყოველთვის ღიაა და განსაკუთრებით ჩვენი მომხრეებისთვის.

მკითხაობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას მავნებლობის მეტი არაფერი მოაქვს.

ჯერ ბრძოლა მეგობრებო, ხალხისთვის..”-წერს დეკანოიძე

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები