„წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ – ამ თვეების განმავლობაში გაშმაგებული გვლანძღავდნენ“-ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში მივიდნენ.

„მოქალაქეების“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა:

-„დღეს, ძალიან საინტერესო დღეა და კარგია, ოპოზიციის ადგილები შეივსო. ჯობდა, რომ ეს ადრე მომხდარიყო, მაგრამ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.

თებერვლის დასაწყისში შემოვედით მე და ლევან იოსელიანი პარლამენტში.

ერთი რამ რაც გამიხარდა ის არის, რომ ზოგ-ზოგიერთი, ვინც ამ თვეების განმავლობაში გაშმაგებული გვლანძღავდა, კარგია უკან რომ დაჯდა, ესე იგი, მათ ადამიანური რაღაც ჰქონიათ, წინ რომ დამსხდარიყვნენ, თვალს ვერ გაგვისწორებდნენ. ჩვენ არავის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით“.

ოპოზიცია ვინც ჩემს ზურგს უკან ზის ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება, – ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრი ჭუჭყი მოვისმინეთ და ავიტანეთ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი გადაწყვეტილების გამო, რომ აქ შემოვედით.

ზოგიერთისგან, აქ რომ არის წარმოდგენილი ზიზღი და სიძულვილი მივიღეთ, გარეთაც რომ არიან იმათ სრულად ვგულისხმობ. ჩვენ ამას ვითმენდით და ვიტანდით იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვიყვარს. ვიცოდით, – ჩვენი შემოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო ქვეყნისთვის. მეორე მიზეზი, რატომაც ვისმენდით იყო ის, რომ ვიცოდით, დღევანდელი დღე მოვიდოდა და ამ დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ 6 კაცი არ ვიქნებოდით წარმოდგენილი. ეს ადრე რომ მოხდარიყო უკეთესი იქნებოდა, მაგრამ წარსულზე არ ვილაპარაკოთ, წინ ვიყუროთ ქვეყანაზე, ხალხზე და ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ.

ჩვენ არავის საქმის გასარჩევად, საძველბიჭოდ არ ვართ შემოსულები, ხალხის სამსახურისთვის შემოვედით. წინ ვიყუროთ და ქვეყანაზე ვილაპარაკოთ. მოვითმინეთ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ქვეყანასთან და ჩვენს სინდისთან ვიყავით მართლები. ჩვენი აქ შემოსვლის ერთ-ერთი, უახლოესი ამოცანაა შემდეგი – იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა ფეხზე დადგეს, მიწა პატიოსანი წესით ხალხს უნდა დაურიგდეს. ამასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი გვქონდა, თუ ამას გავაგრძელებთ, კარგი იქნება. მეორე-„ლიბერთი ბანკი“ ძარცვავს პენსიონერებს. საბიუჯეტო კომიტეტში ძალიან კარგი განხილვა გვქონდა და დავრწმუნდით, –  მართლა ძარცვავენ, როდესაც სესხებზე არანორმალურ პროცენტს უწესებენ. ეს საკითხი დავძარით, ერთად გავაგრძელოთ და ყველამ ერთად ვიმუშაოთ. ასევე დანარჩენ საკითხებზე ყველამ ერთად ვიმუშაოთ“.

კომენტარები