„წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი იყოს აცრილი- საქართველოში შემოვა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ“ – გიორგი გახარია

ჟურნალისტებს შეკითხვას, -„რატომ არ არის ამ დრომდე განსაზღვრული ვაქცინის რაოდენობა, და დრო, როდის შემოვა ქვეყანაში, -ოპონენტები ხშირად ამბობენ, მთავრობა ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უპასუხა:

-„საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა. აქცინების მოწოდება უახლოეს კვირებში დაიწყება.

ოპონენტებისგან ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ ტესტირებაზე იყო იგივე მიდგომა. ყველაფერი იქნება კარგად.  აცრის პროცესიც დაიწყება მიზნობრივი ჯგუფებიდან, იმ ეროვნული გეგმის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი იყოს აცრილი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, – ვაქცინაციის პროცესს ჯანმრთელობასთან ერთად აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა. ამიტომ, ყველაზე სწორი ნაბიჯი არის, – ეფექტიანი თანამშრომლობით, როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, მოგეხსენებათ, „კოვაქს“ პლატფორმის წევრები ვართ, ასევე ორმხრივი პირდაპირი ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანმო-ს ავტორიზებული ვაქცინა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები