წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღე

10 ივლისი (ძვ. სტ. 27 ივნისს) წმინდა გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეა. თრიალეთში მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში – 1009 წელს, სახელმწიფო მოღვაწე ღმრთისმოსავი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა გიორგი მთაწმინდელი. მისი მშობლები დიდგვაროვანი ხალხი იყო – იაკობი და მარიამი. შვიდ წლამდე გიორგი მშობლებთან იზრდებოდა და როგორც მემატიანე გიორგი მცირე წერს – “იყო იგი სიყრმითგან სავსე შიშითა და სიყუარულითა ღმრთისაჲთა”. 7 წლის იყო როცა ტაძრისის მონასტერში ჩააბარეს ღმრისმოშიშებით, უფლისსასოებით და სიბრძნისმოყვარეობით განთქმულ წინამძღვარს – წმინდა საბიანეს. ამ მონასტერში გიორგიმ სამი წელი გაატარა. 10 წლის იყო, როდესაც მამამ, იაკობმა ხახულის მონასტერში გაგზავნა და იქ მოღვაძე თავის ორ ძმას, საბა ხახულელს და ღირს გიორგი მწერას ჩააბარა. ამ დროს ხახულის მონასტერში მრავალი წმინდა მამა მოღვაწეობდა მათ შორის მამა ბასილი, ილარიონ თვალელი, ანტონი მნათე და სხვა.

კომენტარები