წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 2 დეკემბერს მოიხსენიებს წმიდა მოწამე ბარლაამს

წმიდა მოწამე ბარლაამი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უკვე მხცოვანი ბარლაამიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალის ბრძანებით იგი საკერპოში შეიყვანეს, წარმართული სამსხვერპლოს წინ დააყენეს და მარჯვენა ხელისგულზე გახურებული ნახშირი დაუდეს. უსჯულო ხელისუფალი ფიქრობდა, რომ ბარლაამი ვერ გაუძლებდა ტკივილს, ნაკვერჩხალს საკურთხეველზე დაყრილ საკმეველზე დააგდებდა და, ამგვარად, კერპს მსხვერპლს შესწირავდა, მაგრამ ნეტარ მოწამეს მანამ ეპყრა ხელთ გავარვარებული მუგუზლები, სანამ ხელები არ დაეწვა. ამის შემდეგ მან სული უფალს შეჰვედრა (+304).

კომენტარები