წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 3 მაისს მოიხსენიებს წმიდა გრიგოლის

წმიდა გრიგოლი, ანტიოქიის პატრიარქი (+593) სინას მთასთან მდებარე ფარანის მონასტრის იღუმენი იყო. მართლმორწმუნე, კეთილი, მორჩილი და მდაბალი ღირსი მამა ყველას უყვარდა.

ერთხელ, იღუმენობისას, წმიდა გრიგოლმა გამოქვაბულში მოღვაწე მეუდაბნოე ბერი მოინახულა. მეუდაბნოემ პატივით მიიღო წმიდა მამა და ფეხები დაბანა. როცა წმიდა გრიგოლმა ასეთი პატივით დახვედრის მიზეზი იკითხა, მეუდაბნოემ უპასუხა, ღვთის გამოცხადებით ჩემს წინ მომავალი პატრიარქი დგასო. მართლაც, ანტიოქიის პატრიარქის კათედრიდან ანასტასი სინაელის განდევნის შემდეგ მღვდელმთავრის ტახტზე წმიდა გრიგოლი აირჩიეს.

ღირსი მამა სიცოცხლის ბოლომდე (+593) ღირსეულად ატარებდა პატრიარქობის მძიმე უღელს.

კომენტარები