წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია

წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია.

„საავადმყოფოს მედპერსონალი, 30-მდე ადამიანი, ვისაც პირდაპირი და ირიბი შეხება ჰქონდა პაციენტთან,  თვითიზოლაციაშია. მათ სწრაფი და PCR-ტესტები ჩაუტარდათ და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.

საავადმყოფოს პერსონალი თვითიზოლაციის რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა,  რაც კლინიკაში ფილტვების ანთებისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტს მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

კლინიკაში მცხეთის ცხელების ცენტრიდან 2-ჯერ PCR-ტესტით გატესტილი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული არ იყო. კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, პაციენტი აბსოლუტურად გამოჯანმრთელებული მეშვიდე დღეს გაწერეს. მეცამეტე დღეს, განმეორებით ტესტის დროს, მას კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი ამჟამად ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული.

 

წყარო: imedinews

 

კომენტარები