წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ

იერუსალიმის საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს:

იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის ცერემონიაზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები შეძლებენ. პოლიციისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ვაქცინირებულ პირებს შეუშვებენ. არავაქცინირებული პირები მხოლოდ ცენტრალურ მონასტერში დაიშვებიან.

დასწრების მსურველები დიდ შაბათს,09:00 საათიდან 10:00 საათამდე ახალ კარიბჭესთან უნდა მივიდნენ.

კომენტარები