წყალბადის ზეჟანგი ნებისმიერ დიასახლისს გამოადგება
წყალბადის ზეჟანგის გამოყენება მარტო სამედიცინო მიზნებისთვის არ არის შესაძლებელი. იგი ნებისმიერ დიასახლისს ბინის დალაგების დროს
- საჭრელი დაფების დეზინფექცია
საჭრელი ხისა და პლასტმასის დაფები მიკრობების ბუდეა. სარეცხი საშუალებები საჭირო ხარისხით ვერ რეცხავს ხეს, თუმცა ამას წყალბადის ზეჟანგი შესანიშნავად აკეთებს. პროფილაქტიკისთვის, გაწმინდეთ საჭრელი დაფები წყალბადის ზეჟანგით თვეში ერთხელ. ამის შემდეგ, დაფა დამატებით ძმრით შეგიძლიათ გარეცხოთ.
- მაცივრისა და სამზარეულოს ზედაპირის დეზინფექცია
მაგიდის ზედაპირი აუცილებლად უნდა გადაწმინდოთ წყალბადის ზეჟანგით კვირაში ერთხელ მაინც. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენ რამეს დებთ მაგიდაზე, ჭურჭლის გარდა? ბაქტერიები აუცილებლად უნდა მოიშოროთ.
მაცივარი ზეჟანგით ერთხელ უნდა გარეცხოთ რამდენიმე თვეში, გალღობის შემდეგ. აქ არც არაფერია ასახსნელი – მაცივარი მავნე ბაქტერიების “საცხოვრებელი ადგილია”. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამდენი სოკო, ობი და მიკრობი შეიძლება დაგროვდეს მაცივრის კუთხეებში.
- სამზარეულოს ღრუბლის დეზინფექცია
დავსრილი ღრუბელი შეგიძლიათ ზეჟანგში ჩაალბოთ. ასევე მოიქეცით, თუ ღრუბლით რაღაც ძალიან ბინძური ნივთი გარეცხეთ, ჭურჭელზე ბაქტერიები რომ არ გადაიტანოთ.
- საბავშვო სათამაშოების დეზინფექცია
პერიოდულად, აუცილებლად გაწმინდეთ საბავშვო სათამაშოები წყალბადის ზეჟანგი, შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლით. ბავშვები ზედმეტი მიკრობებისგან უნდა დაიცვათ.
- ლაქების ამოყვანა
ზეჟანგს იდეალურად ამოჰყავს ქსოვილიდან სისხლისა და ბალახის ლაქები. ჩაალბეთ გაფუჭებული ქსოვილი ზეჟანგით და გააჩერეთ 20-30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ჩვეულებრივად.
- ობთან ბრძოლა
სამზარეულოში ან სააბაზანო ოთახშში ობის მოსაშორებლად შეაშხეფეთ ზეჟანგი ზედაპირზე და გააჩერეთ 10 წუთით. წყალბადის ზეჟანგი შესანიშნავად ებრძვის სოკოს.