წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა – თბილისის „დინამომ“ პირველი გამარჯვება მოიპოვა

თბილისის „დინამომ“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა წყალბურთელებმა მონტენეგროს „იადრანი“ 3-ბურთიანი სხვაობით, 11:8 დაამარცხეს.

„დინამოს“ რიგებში 3-3 ბურთი ანდრია ბითაძემ და მარკო ელაჩამ გაიტანეს, თითო გოლი  დუშან ვაშიჩის, ბესო ახვლედიანის, სანდრო ადეიშვილის, ბორის ვანპენსკისა და იოვან სარიჩის ანგარიშზეა.

„იადრანი“ მონტენეგროს 8-გზის, ევროთასის 4-გზისა და ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულია.

მომდევნო ბაბლი, სადაც „დინამო“ კიდევ სამ მატჩს გამართავს მარტში იგეგმება.

კომენტარები