წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“

საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ გამართულ ბოლო ტურის შეხვედრაში „დინამომ“ წყალბურთელთა გუნდი „თბილისი“ 16-ით 9 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლის მფლობელი  „არენა“ გახდა,- ბოლო ტურში „სპორტ მენეჯმენტი“ 12-ით 11 დაამარცხა.

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

ევროპის 12 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება და შეჯიბრში 11 ნოემბრიდან ჩაერთვება.

კომენტარები