წყალდიდობა თურქეთში

თურქეთში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად სტიქიამ ქალაქ დუზჯესა და აქჩაქოჩაში დააზიანა საცხოვრებელის სახლები და სხვა ინფრასტრუქტურა. 80წ განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი სტიქიური მოვლენა იყო. ექვსი ადამიანი დაკარგულია, ხოლო ერთი დაიღუპა.  უხვი ნალექი ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში რამდენიმე დღე გაგრძელდა.

სტიქიის ზონიდან ვერტმფრენით 69 ადამიანის ევაკუცია განხორციელდა. ისინი დატბორილი ტერიტორიებიდან საკუთარი ძალებით თავის დაღწევას ვერ ახერხებდნენ. სამაშველო სამუშაოები 20 ივლისს მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

კომენტარები