წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის სკოლაში,  პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. –

-„პედაგოგმა გუშინ ვირუსზე ტესტი ჩაიტარა, დადებითი პასუხი აჩვენა. ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი, შედეგებს ელოდებიან. გუშინ თავი შეუძლოდ იგრძნო. გაიკეთა პირველადი ტესტი, გადაიყვანეს ცხელების ცენტრში.  სკოლაში სწავლა შევწყვიტეთ.  ყველა მშობელი და პედაგოგი გავაფრთხილეთ. ეპიდემიოლოგების დანარჩენ მითითებებს ველოდებით. როდესაც გვეტყვიან, ყველა ჩაიტარებს ტესტირებას.

სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება“, – განაცხადა წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები