წყალტუბოს სათნოების სახლის ბენეფიციარზე „სავარაუდო დადებითი“ პასუხი მიიღეს

სპეციალისტებმა ანტისხეულებით ჩატრებულ ტესტზე სავარაუდო დადებითი პასუხი მიიღეს ერთ-ერთი მოქალაქის ანალიზზე, რომელიც წყალტუბოს სათნოების სახლის საკვებით სარგებლობდა.

ტესტის შედეგი საქართველოს პირველ არხს დაუდასტურა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძე.

გიორგაძის ინფორმაციით, ე.წ. წყალტუბოს კლასტერის კვლევას სპეციალისტები აგრძელებენ და სათნოების სახლის პერსონალისა და ბენეფიციარების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას გეგმავენ.

სათნოების სახლს 190 მომხმარებელი ჰყავს.

 

წყარო: პირველ არხი

კომენტარები