წყალტუბოში, სასწრაფო დახმარებამ 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა!

წყალტუბოში, სასწრაფო დახმარებამ 65 წლის მამაკაცს გაჩერებული გული აუმუშავა! მამაკაცს გულისცემა აღუდგა და მან სუნთქვა დაიწყო.

გამოძახებიდან 5 წუთში, უკვე ადგილზე, ეკიპაჟი უგონო პაციენტს გულ-ფილტვის რეანიმაციას უტარებდა.

ასეთ დროს, განსაკუთრებულად გვეამაყება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის თითოეული წევრი.

გვეამაყება თამარ გელენიძე, რომელმაც კიდევ ერთი ადამიანი გადაარჩინა.

კომენტარები