წყლაბურთში ევროპის ჩემპიონათა ლიგის მე-10 ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ფრანგულ „მარსელს“ შორის „ოლიმპიკის“ აუზზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება

წყლაბურთში ევროპის ჩემპიონათა ლიგის მე-10 ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა“ და ფრანგულ „მარსელს“ შორის „ოლიმპიკის“ აუზზე მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეყრდნობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციას.

რეკომენდაცია ითვალისწინებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმებას, მათ შორის დახურულ სივრცეში დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების დროებით გადადებას ან შესაბამისი ზომების მიღებას გართულებული მოვლენების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით.

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-10 ტურის შეხვედრაში „მარსელს“ უმასპინძლებს.

შეხვედრას პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

კომენტარები