ჭაბუა ამირეჯიბი: 1. ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა“

ჭაბუა ამირეჯიბი წერდა:

1. ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობაა.

2. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა.

3.სიყვარული მოწონებაა, გატაცებაა ალბათ, ხორციელია ეგ. სიყვარული სულიერია, ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი, რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთიერთობებს სიყვარული…

4.შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!

5.ცოდნა რაა, თუ ის რწმენამდე არ მივიდა.

6.ბოროტ კაცს შეეშინდეს, იქნება, კანონის და სამაგიეროსი და იმ განზრახულ ბოროტებას აღარ ჩაიდენს მაშინ, მართალია ეს, მაგრამ ბოროტი იმის ბოროტია, რომ კანონიერ გზას მონახავს და ისე იზამს თავისას. კანონს ის შეუძლია მარტო, რომ თვალსაჩინო ბოროტების მაგიერ, ძნელად შესამჩნევს ჩაადენინებს ჩამდენს.

7.საგნები და მოვლენები კი არ ანიჭებენ კაცს ბედნიერებას, არამედ ჩვენი დამოკიდებულება მათდამი, ამიტომაც ბედნიერება ჩვენს ხელშია.

8.სიკეთე, უპირველესად ყოვლისა ერისათვის სამსახური და კაცთათვის მაგალითია; სიყვარული – უანგარობასა და პირუთვნელობაში გამოხატული კეთილმოსურნე დამოკიდებულებაა სამშობლოსა და სამყაროს მიმართ; მშვენიერების გრძნობას მშობლიური მიწა-წყლის სილამაზე და ერის ზნეობრივ-კულტურული საგანძური აღვივებს. ყოველივე ამას ზიარებული კაცი – მამულიშვილია, პატრიოტია.

9.ყოველი ადამიანი /მათ შორის თქვენც/, უპირველესად ყოვლისა, საკუთარი შესაძლებლობების ჯამი და ყულაბაა. შესაძლებლობები კი კაპიტალია. კაპიტალს ისეთ ნიადაგში ჩაბანდება ურჩევნია, საიდანაც მეტი ამონაგები ექნება.

10.ნამდვილი მწერალი აღიარებს ერთ პრინციპს-ურთულესიც კი იმდენად სადად, გონმისაწვდომად თქვას, რომ ნებისმიერი მკითხველისთვის ადვილი აღსაქმელი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ლიტერატურა თავის დანიშნულებას მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლებს.

კომენტარები