ჭარხლის სალათის კავკასიური ვერსია

ჭარხლის სალათის კავკასიური ვერსია:

ჭარხლის სალათი ნიგვზით

ინგრედიენტები:

  • 2 ჭარხალი (საშუალო ზომის)
  • 1/3 ჭიქა ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1/4 ჭაის კოვზი ხმელი სუნელი
  • 2 სუფრის კოვზი არაჟანი
  • მარილი

მომზადება:

1.აუცილებელია ჭარხლის შეწვა ან მოხარშვა. შემდეგ გააგრილეთ და ქერქისგან გაასუფთავეთ.

2.მსხვილად გახეხეთ ჭარხალი.

3.გახეხილი ჭარხალი მოათავსეთ ჯამში დაუმატეთ არაჟანი და მარილი გემოვნებით.

4.წვრილად დაჭერით ნიგოზი. შეგიძლიათ ტაფაზე წინასწარ შეწვათ. ნიგოზი და ხმელი სუნელი დაუმატეთ სალათს.

5.დაუმატეთ დაჭრილი ნიორი. სალათი მზად არის!

6.სალათი გააფორმეთ ნიგვზით და ბროწეულით.

კომენტარები