„ჭეშმარიტ სიყვარლს, ნამდვილ სიყვარულს, ნებისმიერი რამის მიმართ აქვს ერთადერთი წყარო…“ -დეკანოზი თეოდორე გიგნაძე 

-„ჭეშმარიტ სიყვარლს, ნამდვილ სიყვარულს, ნებისმიერი რამის მიმართ აქვს ერთადერთი წყარო
ეს არის ღმერთი.
აი, ადამიანს, პატარა ცხოველია, ყვავილია, ბუნებაც რომ უყვარს, ამის სიყვარულის წაყროც კი ღმერთია,
ეს ყველაფერი ღმერთია.
თუ ადამიანაი ამას მიხვდება, მისთვის უკვე ძალიან ფართე ასპარეზი იხსნება,
შემეცნებისა,
თვითშემეცნებისა,
სიცოცხლისა,
სიცოცხლის ყოფირებისა,
იმიტომ, რომ მან იცის მიზანი უკვე,
თავისთავად ცხადია, სიცოცხლე დიდებული რამ არის და ასეთმა ადამიანმა იცის სიცოცხლის არსი, სიცოცხლის ონტოლოგიური საფუძველი, რა არის,
აი, ეს არის სიყვარული.
საერთოდ ყოფიერების საფუძველთა საფუძველი სიყვარულია, ამიტომ
არ არის შემთხვევითი, რომ ღმერთი სიყვარულია,
ღმერთი სიყვარულია.
შემთხვევით არ არის ეს ფორმულა მოცემული ქრისტიანობაში.
წმ. მამები, ღვთისმეტყველები, ამბობენ, რომ სიყვარული არის არსობრივი თვისება ღმერთისა,
თავად ღმერთია სიყვარული.
ასე არსებობს ღმერთი,
იმიტომ, რომ ღმერთი ყოვლადწმინდა სამებაა.
ადამიანი, რომელიც მიხვდება, რომ ცოცხალი ღმერთის სიყვარული არის ნამდვილი სიცოცხლე,
უკვე ამ ადამიანის სიცოცხლეს სხვა აზრი ენიჭება,
ჩვენ, ქრისტიანები ძალიან წინ ვართ წასულნი ამ კუთხით, დოქტრინალურად, მსოფმხედველობითაც.
ჩვენ ვიცით, ეს ცოდნა, არსად არ წაგვიკითხავს,
მე ვგულისხმობ ცოდნას,
რომელიც გვაიძულებს აქ საათობით დგომას,
რომელიც გვაიძულებს ჩვენი ბუნების საწინააღმდეგოდ მოვიქცეთ,
ეს ცოდნა თეორიული არ არის,
ეს არის გულისმიერი გამოცდილება, რომელიც გამოცხადებად მოგვეცა“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 16.05.2021
კომენტარები