„ჭორაობა კორონავირუსზე უფრო დიდი ჭირია – არ იჭორაოთ“ – რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს მოუწოდა, ჭორაობისგან თავი შეიკავონ, რადგან, მან შეიძლება დაყოს რომის კათოლიკური ეკლესია.

-„დებო და ძმებო, ეცადეთ, არ იჭორაოთ. ჭორაობა უფრო დიდი ჭირია, ვიდრე კორონავირუსი. ეშმაკი ყველაზე დიდი ჭორიკანაა. ის ყოველთვის ცუდს ამბობს სხვებზე, – ის არის მატყუარა, ცდილობს ეკლესიის გახლეჩას. ვინმე თუ შესცოდავს, ილოცეთ მათზე, არ იჭორაოთ”, – განაცხადა პონტიფიკოსმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას

რომის პაპი ასევე დიდ საფრთხედ მიიჩნევს ინტერნეტ ტროლებისა და ბოტების საქმიანობას.

კომენტარები