ჭურჭლის რეცხვის შესახებ – მსგავსი „გამოცდილების დეფიციტი საშინაო შრომის ბაზარზე“, უმეტესად, კაცებს აქვთ

საოჯახო საქმიანობებს შორის ჭურჭლის რეცხვა ერთერთი ყველაზე მოსაწყენი საქმეა.

აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმაჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა. დადგინდა, რომ  მსგავსიგამოცდილების დეფიციტი საშინაო შრომის ბაზარზე“, უმეტესად, კაცებს აქვთ.

კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს. ქალები დღის განმავლობაშიც ხშირად რეცხავენ ჭურჭელს – საშუალოდ, 3-ჯერ.

ერთ ჯერზე ადამიანი, საშუალოდ, 21 წუთს ანდომებს ჭურჭლის რეცხვას. ჭურჭლის რეცხვაზე დახარჯული დრო ყველაზე მაღალი 45-იდან 54 წლამდე ქალებშია. ამ ასაკის ქალი წელიწადში, საშუალოდ, 19 დღეს ატარებს ჭურჭლის რეცხვაში. კაცების ის მცირე ნაწილი, რომელიც ჭურჭელს რეცხავს, ყველაზე ხშირად ამ საქმიანობით 18-24 წლის ასაკშია დაკავებული (მარტო მცხოვრები სტუდენტი ბიჭები).

65 წლის ქალს ცხოვრების განმავლობაში, საშუალოდ, 564 დღე აქვს გატარებული ჭურჭლის რეცხვაში, ამავე ასაკის კაცს კი – 95. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ამ საქმიანობაზე დახარჯული დრო ყველა ასაკობრივ ჯგუფში შემცირებულია, რაც, სავარაუდოდ, ამ სფეროში საოჯახო ტექნიკის განვითარებითაა გამოწვეული.

 

კომენტარები