ხაზარაძე უვიცი და ბრიყვი! დედა რა უთქვამს მელიას ხელს ვაწერ, კუდაგრძელიაო! – ნანა კაკაბაძე:

ნანა კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტებს აქვეყნებს:
 – “ხაზარაძე უვიცი და ბრიყვი.
მამუკა ხაზარაძე ხშირ-ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომ თითქოს ოცნება ვერ გადალახავს 40%- საც კი და აქედან გამომდინარე დაინიშნება, ვადამდელი არჩევნებიო.
ამ კაცმა ეტყობა არ იცის კითხვა, არ ესმის რას ნიშნავს კანონის უზენაესობა. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ “ლელო”ს რომელიმე წევრს, რომელსაც ხაზარაძისგან განსხვავებით გაქვთ წაკითხული კონსტიტუცია და გესმით მისი მნიშვნელობა.
აუხსენით თქვენს თაღლით თავჯდომარეს, რომ კონსტიტუცია არ იცნობს ისეთ ნორმას, რომელიც 43 კი არა, ნებისმიერი პროცენტის ვერ აღების შემთხვევაში, ითვალისწინებდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
აუხსენით ამ პოლიტიკურ სიბეცეში მყოფს, რომ რევოლუციის გარდა სხვა მექანიზმი არ არსებობს მისთვის და ნაცებისთვის ხელისუფლებაში მოსასვლელად, ხოლო რევოლუცია შეგიძლიათ დაივიწყოთ, ვინაიდან ქართველ ხალხს ხელისუფლებაში არც სადისტები და არც თაღლითი მევახშეები არ უნდა.”

***

 – “დედა რა უთქვამს მელიას ხელს ვაწერ, კუდაგრძელიაო!
ხელს რატომ არ აწერდით ნაცები იცით? იმიტომ რომ ზუსტად იცოდით,43% -იან ანტიკონსტიტუციური დათქმა კი არა, 50%- ანიც რომ ყოფილიყო, მაინც გაიმარჯვებდა ოცნება ნაცებზე და “გაფარჩაკდებოდით” სამუდამოდ.
მას მერე, რაც დარწმუნდით, რომ ხელისუფლებაში ღირსებამ გაიღვიძა, უარი თქვეს ანტიკონსტიტუციურ დათქმაზე და ამას აღარასოდეს დაუბრუნდებიან, გამოხტით და დაიძახეთ ხელს ვაწერთო.
ეხლა რამდენჯერაც გინდათ იმდენჯერ მოაწერეთ ხელი, რამდენიც ხართ იმდენზე გადაამრავლეთ და ძილის წინ იკითხეთ სათითაოდ.
პ. ს. ისე, თუ თქვენ მართლა გინდათ, რომ ქართული ოცნება ხალხმა ჩამოაშოროს ხელისუფლებას, შარლ მიშელის დოკუმენტი კი არ არის მაგისთვის საჭირო, არამედ თქვენი პოლიტიკიდან წასვლაა აუცილებელი. წადით, მოშორდით მაქედან და დაინახავთ, ქართველი ხალხი რა მარტივად დაასრულებს ოცნებას, მაგრამ სანამ თქვენ ხართ პოლიტიკაში, დაიმახსოვრეთ, ქართული ოცნება ზუსტად იმდენ ხანს იქნება ხელისუფლებაში. ამ ქვეყნისათვის ოცნება კი არ არის პრობლემა, არამედ თქვენ ხართ და თქვენს წინააღმდეგ ჭირდება ხალხს ოცნებააა! გასაგებია? ესაა ქართველი ხალხის ხმა, რომელიც თქვენ არ გესმით და არც გინდათ გაიგოთ!”

 

კომენტარები