ხათო ბარათაშვილი: აღარ გეწვით ფილტვები, თქვე ორმაგსტანდარტიანებო??!!
გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ხათო ბარათაშვილი ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. საზოგადოების ერთი ნაწილი ბერა ივანიშვილს მწვავედ განიკითხავს იმის გამო, რომ მან ხანძრით დაზარალებული ამაზონის ტყეების აღსადგენად მსხვილი თანხა გადარიცხა:
– “აღარ გეწვით ფილტვები, თქვე ორმაგსტანდარტიანებო??!! ჯერ, თავის ფულს სად და ვის გადაურიცხავს, თქვენი რა საქმეა, ერთი იქ გადარიცხა, ხუთს საქართველოში ხარჯავს და რიცხავს ბერა და მისი ოჯახი! რაც ივანიშვილებს საქართველოში ქველმოქმედება აქვთ გაკეთებული და მუდმივად აკეთებენ – იმის დაფასება ისწავლეთ!!
ღმერთი გვიწყრება ქართველებს ამდენი უმადურობისგან.
წარმატებები ბერა მოსიარულე სიკეთე ბიჭი ხარ შენ” – წერს ხათო ბარათაშვილი