ხათო ბარათაშვილი: ჩვენ შევძლებთ ბარბარეს გადარჩენას!

ბარბარეს 5 წლის ასაკში (2 წლის უკან) მძიმე დაავადება – ემბრიონალური რაბდომიოსარკომა დაუდგინდა – დაავადება სახის მიდამოშია. დღემდე პატარას ძლიერი და დაცვითი ქიმიოთერაპიის კურსი და სხივური თერაპია ჩაუტარდა, ხოლო ოპერაცია თურქეთში გაკეთდა.
ამჟამად ჩვენი პატარა გოგონა მკურნალობის ბოლო ეტაპზეა, ის დაცვითი თერაპიის კურსს გადის, რათა აღარ გაუმეორდეს სიმსივნის წარმოქმნა. ამისთვის მას 4000 ევროს ღირებულების მედიკამენტი ესაჭიროება, რომელიც გერმანიის სააფთიაქო ქსელში იყიდება.
ჩემო ძვირფასო, ერთგულო და დაუღალავო ემიგრანტებო – კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით – შევაგროვოთ ბარბარესთვის თითო-თითო ევრო, რათა ბოლომდე, მშვიდობიანად და კეთილი დასასრულით მივიყვანოთ მისი მკურნალობის პროცესი. ვიცი აქ, უცხო ქვეყნებში ყველას თავისებურად გვიჭირს… ისიც ვიცი, რომ ყოველ ჩემს დაძახებაზე დაუნანებლად და დაუფიქრებლად გაგიღიათ ყველას თქვენ-თქვენი წილი სიკეთე, ამიტომ ახლაც თქვენი იმედი მაქვს.
მოგეხსენებათ, გერმანიაში რეცეპტის გარეშე შეუძლებელია წამლის შეძენა, ამიტომ აქ მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა ნონა ბრაუნმა წარმოუდგენელი შრომა გასწია, რათა რეცეპტის უფლება მოეპოვებინა, ახლა მხოლოდ თანხის შეგროვებაღა დაგვრჩა…
გავიღოთ კიდევ ერთხელ ბარბარესთვის, მისი ჯანმრთელი და წარმატებული მომავლისთვის, ღმერთი შეიწირავს თქვენს სიკეთეს. თითოეული ჩარიცხვა გასაჯაროვდება და გამჭვირვალე იქნება.
ანგარიშის ნომერია:
DE11300209003640050880 გერმანია, მიმღები: Nona braun
პატივისცემით:
ხათო ბარათაშვილი, გერმანია

კომენტარები