ხათუნა ბერიძეს ნაცების სტიკერი საქართველოს დროშაში აერია! – გიორგი გიორგაძე:

– “ვინც არ იცის:

გუშინ ქართული ოცნების ოფისთან მოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები და აკრავდნენ ნაცების პარტიულ სტიკერებს, რაზეც აბსოლუტურად მშვიდად ვთხოვე,
რომ მსგავსი საქციელი იყო პროვოკაცია და დაუყონებლივ შეეწყვიტათ სტიკერების გაკვრა.

შემდგომ, ჩამოვხსენი ” მათი პარტიული სტიკერი,”

და არა – ეროვნული დროშა.

მაგრამ, თუ ისინი ამ სტიკერს ცნობენ ეროვნულ დროშად, მაშინ თავადვე შეურაცხმყოფენ მას – მრიცხველებზე, ნაგვის ურნებზე და უადგილო ადგილებში მიკვრით.

Khatuna Beridze – ტეხავს როცა ამბიციაში იხრჩობი და პარტიულ ატრიბუტიკას ეროვნული დროშისაგან ვერ ანსხვავებ,
მეტიც – ეს ბეცობაა!!


მაგრამ, საღი აზრის რო იყო, დღეს არ იდგებოდი იმ ადამიანების გვერდით ვინც მშობლიურ კუთხეს გიგინებდა (ჯელალა),
წინაპრების საფლავი მიგიყიდა თურქებს,
დაგინგრია ეკლესია,
შენი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მიყიდა თურქებს ასევე 1 ლარად,
დაგინგრია ეკლესია,
შენს თანატოლებს უბრალოდ ხვრეტდა ქუჩაში…

ვიწრო პარტიული ინტერესის გამო დებ ჩემს დამახინჯებულ ფოტოს და ისევ შენ თანატოლს ხდი ბულინგის მსხვერპლად,


ეს ადამიანური საქციელია?
უბრალოდ, კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს ჩვენს ქალაქში და თავს ვეღარ აწევ სირცხვილით თორე მე თუ ვიღაც არასწორი და არაკაცი აბსოლუტურად დაუმსახურებლათ გამლანძღავს – ეს სულ ფეხებზე მკიდია?😎

რაც შეეხება “პარტიული ფულების ჭამას”…

თუ ორშაბათამდე ბოდიშს არ მოიხდი, მოგვიწევს სამართლებრივად ამ საკითხის განხილვა!
გპირდები, მაინც მოგახდევინებ ბოდიშს, თან ყველა ტელევიზიის თანდასწრებით ამიტომ სჯობს, შენით მოიხადო.😎🤷‍♂️”

 – წერს გიორგი გიორგაძე

კომენტარები