ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა – „ჩემი დი­აგ­ნო­ზი იყო ფილ­ტვის მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე“

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ სიმ­სივ­ნე და­ა­მარ­ცხა. სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მის­მა შვილ­მა, ნინი ქარ­სე­ლა­ძემ 26 აგ­ვის­ტოს გა­ავ­რცე­ლა. “ჩემი პი­რა­დი მზე, მე შენ დაგ­პირ­დი და ახ­ლაც გი­მე­ო­რებ, არ­საც გა­გიშ­ვებ კი­დევ 100 წელი. ჩვენ­მა სიყ­ვა­რულ­მა გა­ი­მარ­ჯვა, ღმერ­თმა შენი სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა. მიყ­ვარ­ხარ”, – წერს ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

-„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, იმით და­ვი­წყო, რომ ნამ­დვი­ლად არც დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და და არც გან­წყო­ბა, რომ ეს ჩარ­თვა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ის სი­ხა­რუ­ლი, რაც მაქვს დღეს სათ­ქმე­ლი, თქვენ­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა… წა­მოს­ვლის წინ, ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან ცუდი რამე და­ე­მარ­თა, რო­მელ­ზეც ახლა ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

ვი­ტყვი მთა­ვარს, რის­თვი­საც ახლა ჩა­ვერ­თე. ვი­ყა­ვი გუ­შინ­წინ ექიმ­თან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ვარ. ეს ჩარ­თვაც გა­ვა­კე­თე მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის­თვის, რომ ვიცი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც სიმ­სივ­ნეს ებ­რძვი­ან, რო­გო­რი მძი­მეა ეს გზა გა­სავ­ლე­ლად და რამ­ხე­ლა ნუ­გე­შია, რო­დე­საც გა­ი­გებ, რომ ვი­ღა­ცა გა­მო­ჯან­მრთელ­და. ყო­ველ­თვის აქვს ბრძო­ლას აზრი, არ და­ყა­როთ ფარ-ხმა­ლი ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა გაქვთ და იბ­რძო­ლეთ ბო­ლომ­დე.

რო­დე­საც გან­წყო­ბას შე­იქ­მნით, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხოთ, და­მი­ჯე­რეთ, ეს ასეც მოხ­დე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლა ექიმს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ჩემს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ში. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ შე­ის­მი­ნა ჩვე­ნი ოჯა­ხის ვედ­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა მი­წყა­ლო­ბა.

აქ ჩა­მო­ვე­დი სამი თვის წინ და ის, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო ჩემს ფილ­ტვში სიმ­სივ­ნე, ამა­ზე გა­ვი­კე­თე დას­ხი­ვე­ბა. ახლა ჩა­მო­ვე­დი შე­სა­მოწ­მებ­ლად და ექიმ­მა მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი წა­სუ­ლია, მხო­ლოდ დარ­ჩე­ნი­ლია დას­ხი­ვე­ბი­დან ნა­წი­ბუ­რი, რო­მე­ლიც ხელს სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე არ შე­მიშ­ლის. ასე რომ, სიმ­სივ­ნე გა­ნა­ჩე­ნი არ არის და ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი.

ჩემი დი­აგ­ნო­ზი იყო ფილ­ტვის მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე. მი­ხა­რია და ვიცი, რომ ყვე­ლას, ვინც მე მგულ­შე­მატკვი­რობთ, უხა­რია. ახლა ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვა­ყე­ნებ ჩემს თავს, მო­მა­ტე­ბუ­ლი მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი წონა და ექიმ­მა მი­თხრა, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია უნდა და­ვიკ­ლო.

მა­გა­ლი­თი ვიქ­ნე­ბი ყვე­ლას­თვის იმის, რომ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი”, – გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ამ.

კომენტარები