ხალხის გაზიანი სასმელებით მოწამვლაში ეჭვმიტანილი დააკავეს
რუსეთში, პოლიციამ კაცი დააკავა, რომელიც მოსკოვის ცენტრში, გამვლელებს მოწამლულ გაზიან სასმელს სთავაზობდა და შემდეგ ძარცვავდა. დაზარალებულთა რაოდენობა 24 ადამიანზე მეტია. ბოროტმოქმედი ბასმანის რაიონში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ამჟამად ჩხრეკა მიმდინარეობს.
ინფორმაციას „iz.ru“ ავრცელებს.