ხალხო, გესმით, რა ხდება? – ამირან ბუთურიშვილი:

– „ევროპარლამენტარებს და ამერიკელ კონგრესმენებს არ სურთო, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი კვლავ იხილონ ხელისუფლების სათავეშიო. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ქართველი ხალხი, ამომრჩეველი დაუჭერს მხარსო. აბა, რა უნდა ქნას „ქართულმა ოცნებამ“? არსებობს ორი ვარიანტი:
გააყალბოს არჩევნების შედეგები ნაციონალური მოძრაობისა და მისი ანასხლეტი პარტიების სასარგებლოდ.
2. საარჩევნო კამპანია პატიოსნად მიიყვანოს ბოლომდე და არჩევნების წინ განაცხადოს, რომ უარს ამბობს არჩევნებში მონაწილეობაზე და ამომრჩეველს მოუწოდოს, მხარი დაუჭიროს ნაცსექტას.

დამერწმუნებით, ერთიც სისულელეა და მეორეც. მაშ რა არის სერიოზული? სერიოზულია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აქედანვე იზრუნოს საქართველოზე, ხალხზე, ქართული სახელმწიფოს მშენებლობაზე ორიენტირებულ მცირე პარტიებთან თანამშრომლობაზე და მათი მონაწილეობით უმრავლესობით მოსვლაზე პარლამენტში, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ სამეტყველო ღრუ დაეხშობათ დამნაშავე ოპოზიციურ მთავარ პარტიასაც და მის წამქეზებელ-მხარდამჭერებს ევროპაშიც და ამერიკაშიც. სხვა შემთხვევაში, ნაცსექტა და მისი ანასხლეტები უპირობოდ აცხადებენ, რომ აჩევნების შედეგები გაყალბდა და მხოლოდ ქუჩა და დაპირისპირებაა აუცილებელი. ბუნებრივია, მათ ამ ქმედებას წაახალისებენ საზღვარგარეთიდან და არ არის გამორიცხული, რომ საქმე მივიდეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც საბოლოოდ დაღუპავს ქვეყანას.

ეს რომ არ მოხდეს, ქართველმა ხალხმა უნდა იაქტიუროს და სათანადო პასუხი გასცეს ე.წ. ოპოზიციასაც (რომლებიც უკვე აანონსებენ თავიანთ გამარჯვებას და რეკლამას უკეთებენ ევროპარლამენტართა და ამერიკელ კონგრესმენთა წერილებს თუ მესიჯებს) და მათ საზღვარგარეთელ მფარველებსაც.
ქვეყანა არ უნდა იმართებოდეს უცხოეთიდან. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ვისი ხილვა სურთ ან არ სურთ საქართველოს ხელისუფლებაში ან ევროპელებს ან ამერიკელებს. მთავარია, რა სურს ქართველ ხალხს, ქართველ ამომრჩეველს!“ – წერს ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, ამირან ბუთურიშვილი

 

კომენტარები