ხამეს როდრიგესის „ატლეტიკოში“ ტრანსფერი აღარ შედგება

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის „ატლეტიკოში“ ტრანსფერი  აღარ შედგება. „სამეფო კლუბს“ არ სურს, ლა ლიგაში პირდაპირი კონკურენტის გაძლიერება, –  წერს გაზეთი „მარკა“ (Marca).

ადრე „რეალი“ დათანხმდა ხამესის „ატლეტიკოში“ გაყიდვას, მაგრამ ზინედინ ზიდანის გუნდმა გადახედა თავის პოზიციას საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე „ატლეტიკოსთან“ სამარცხვინო წაგების (3:7) გამო. ამ მატჩის შემდეგ, „რეალი“ ხამესის „ნაპოლიში“ გაყიდვისკენ იხრება.

დაიწერა იმის შესახებაც, რომ „რეალმა“ საერთოდ გადაიფიქრა ხამეს როდრიგესის გაყიდვა მარკო ასენსიოს მძიმე ტრავმის შემდეგ.

კომენტარები