„ხან კუდს გამომაბამენ, ხან გვირგვინს მადგამენ, ხან ივანიშვილი მინიავებს მარაოს“ – ზუგდიდელი ქალბატონი, რომელიც სოციალური ქსელის გმირად იქცა

ზუგ­დი­დის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე “რუს­თა­ვი 2”-ის გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ ნიკა გვა­რა­მი­ას­თან და­პი­რის­პი­რე­ბამ, ზუგდიდელი ქე­თე­ვან სორ­დია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გმი­რად აქ­ცია.

63 წლის ქალბატონი ზუგ­დი­დის სო­ფელ კა­ხათ­ში ცხოვ­რობს. ცხოვ­რობს და შრო­მობს ისე, რო­გორც ბევ­რი მისი თა­ნა­სოფ­ლე­ლი ქალი. ქეთევანი ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ერთ დღე­საც, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­იც­ნობ­და.

ფე­ის­ბუქ­ში მას სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი უწო­დეს და “ოს­კა­რი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვეს”. ინ­ტერ­ნეტ­ში გა­შარ­ჟე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი თვი­თო­ნაც ნახა, ინერ­ვი­უ­ლა, თუმცა, ამბობს, რომ არ გაბ­რა­ზე­ბუ­ლა.

“ეს ჩემ­თვის დიდი წარ­მა­ტე­ბაა, 63 წლის ქალი, მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ გა­მიც­ნო. თუნ­დაც მსა­ხი­ო­ბი და­მი­ძა­ხონ, მე სი­მარ­თლის­თვის მებ­რძო­ლი ვარ. რა­ღაც ფო­ტო­ებს მი­კე­თე­ბენ, ხან კუდს გა­მო­მა­ბა­მენ, ხან გვირ­გვინს და­მად­გა­მენ, ხან ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ზის გვერ­დით და მა­რა­ოს მი­ნი­ა­ვებს. რასაკ­ვირ­ვე­ლია, მოქ­მე­დებს ჩემ­ზე, მაგ­რამ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის მოჰ­ყვება მსხვერ­პლი.

მე გავ­ხდი ნიკა გვა­რა­მი­ას მსხვერ­პლი, მე არ მრცხვე­ნია. იმის­თვის ვიბ­რძვი, რომ თქვენ იცხოვ­როთ მშვი­დო­ბი­ა­ნად, რომ ჩემს შვილს, გი­ორ­გის არ ეში­ნო­დეს და თქვენ არ გე­ში­ნო­დეთ”, – აცხა­დებს ქე­თე­ვან სორ­დია.

მედიასთან ქეთევან სორდია საკუთარ თავზეც  საუბრობს და ყვება, რომ დაპირისპირებისას ცუდად, ნერვული სტრესის გამო გახდა. როგორც თავად აღნიშნავს, მას შვილი გარდაცვლილი ჰყავს, რის შედეგად განვითარებული ფსიქოლოგიური სტრესის გამოც, მედიკამენტებს ხშირად მოიხმარს.

ქე­თე­ვან სორ­დი­ა ად­გი­ლობ­რივ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ, „ლაივპრესმა” ჩაწერა:

“ნერ­ვი­უ­ლო­ბა არ შე­მიძ­ლია. შვილმკვდა­რი დედა ვარ, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი, ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სას ცუ­დად ვხდე­ბი. გვა­რა­მია რო­გორ შე­მე­ხო? შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა. ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ზოგ­მა კაპ­ლი მო­მი­ტა­ნა, ზოგ­მა წყა­ლი. ვე­ძებ სა­მარ­თალს, ვდგე­ბი იქ, სა­დაც დგე­ბი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ამ­ბე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, სულ ვი­დე­ქი სი­მარ­თლის მხა­რეს. რას ჰქვია მსა­ხი­ო­ბი, რო­გორ უნდა მემ­სა­ხი­ო­ბა, ამის ნერ­ვე­ბი მქონ­და? მე იქ ავ­ნერ­ვი­ულ­დი”, – ყვე­ბა ქე­თე­ვან სორ­დია გამოცემასთან.

კომენტარები