ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს

ხარაგაულში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტი ორჯერ დააზარალა.
ადიდდა მდინარეები, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები, დახოცილია ფრინველი და პირუტყვი. ჯამში ზარალმა შესაძლოა ხუთ მილიონ ლარს მიაღწიოს.
სტიქიის ზონაში ამ დრომდე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები