„ხარს ვგავარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! მძინარიც იმას ვდუდუნებ“.

კობახიძის ონების დამსახურებით ფაშისტური ორგანიზაცია “ნაციონალური მოძრაობა”
ისევ პარლამენტში მოხვდა და უფრო მეტიც რეჟიმის იდეოლოგებს ხელისუფლებაში დაბრუნების ლტოლვაც შერჩათ.
დღევანდელ ოპოზიციას კონკრეტული ამოცანა აქვს, როგორმე გადააგვაროს და გარყყვნას ქართველი ერი დაანგრიოს ეკლესია, წაგვიბილწოს სარწმუნოება, ამას მათივე ტელევიზიები გულმოდგინეთ ასრულებს.

„ხარს ვგავარ ნაიალაღარს, რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! მძინარიც იმას ვდუდუნებ“.

რა თქმა უნდა ვაჟასთან საერთო არაფერი აქვთ დღევანდელ ეგრედწოდებულ პოლიტიკურ ელიტას, რომლის ბირთვიც მწამებლებით, მკვლელებით და მევახშეებით არის დაკომპლექტებული და ისინი არათუ სამშობლოსთვის ფიქრში ატარებენ დღეს და ღამეს არამედ ყვავყორნებივით შესევიან ჩვენს მრავალჭირნახულ საქართველოს და გულს უკორტნინან.
ქართველ გლეხს აღარიბებენ, ძარცვავენ, ჩვენს სარწმუნოებას გვილახავენ, უწმინდესს გვილანძღავენ ეკლესიას კი ისე კბილებ დაკრეჭილი შეჰყურებენ რომ პირველივე შანსზე, სიამოვნებით დაანგრევენ.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები